ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტე-ბით არ არის გადატვირთული, ყველაფრის ფუნქციურად განაწილება ხდება სივრცეში. მინიმუმამდე დაიყვანება დეკორიც. პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები უკვე აღარავის იზიდავს შემკვეთს. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერი-ერში.
ვფიქრობთ მოდის ტენდენციები კვლავინდებურად შერეულია, ჩვენი დაკვირვებიდან ისიც იკვეთება, რომ დამკვეთების მოთხოვნილება გაცილებით დაიხვეწა, სპეციალისტები ამას იმითი ხსნიან, რომ ბევრად უფრო მეტი მასალაა დღეს ბაზარზე შემოსული, ანუ არჩევანი ფართოა ამ მხრივ.
ჩვენში უკვე ბევრი დიზაინერის დახმარებას იყენებს - ეს კულ-ტურაც ნელ-ნელა დამკვიდრდა საქართველოში. კითხვაზე თუ რაზეა მოთხოვნა ძირითადად, პასუხი ასეთია : -მოთხოვნა უფ-რო თანამედროვე მინიმალისტურ ინტერიერებზეა, ბოლო ხა-ნებში კი კლასიკის ელემენტებიც მოხშირდა. მოდურია, მაგა-ლითად, ჭერი სადა, ზედმეტი ფორმების გარეშე, ასევე კედლე-ბის ფერებით გამოყოფა და არა - დეკორებით, ავეჯი კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უფრო ფუნქციონალური და პრაქტიკული უნდა იყოს ასეთია თანამედროვე მოთხოვნები.
კერძოდ მაინც როგორ მასალაზეა დღეს მოთხოვნა, რომელია ეკოლოგიურად სუფთა, რომელია პრაქტიკულიც და ბიუჯეტურიც, ამ და სხვა ნიუანსებზე ავეჯის და ინტერიერის დიზაინერს -ლევან ბერაძეს მივმართეთ კითხვებით:
-მასალას რაც შეეხება, ძირითადად ლამინირებულ „დეესპეზე“ და ე.წ. „ემდეეფზე“ ვმუშაობთ, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ძირითადად მაგით მზადდება ყველაფერი, საოფისე ავეჯი, სამზარეულოები და ა.შ. ხის მასალაზეც არის მოთხოვნილება რა თქმა უნდა, ხის მასალით ასევე სამზარეულოებს ვამზადებთ და მაგიდებს, აქაც ხარისხებია, გააჩნია საცხოვრისისთვის მზადდება ეს ხის მაგიდები თუ რომელიმე დაწესებულების გარე და შიდა ინტერიერისთვის, საავეჯე ხის მასალა რა თქმა უნდა უფრო ძვირია ვიდრე „ემდეეფი“ და ლამინირებული“ დეესპე“.
-ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალა რას ნიშნავს?
-ეს არის შედარებით მაღალფასიანი მასალა და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, მათ შორის ესპანური, ეს არის როგორც ხის, ასევე ემდეეფნარევი მაგრამ მაღალ ეკოლოგიური ნორმებს აკმაყოფილებს და ასეთ მასალაზეც რა თქმა უნდა დიდი მოთხოვნილებაა.
-ბოლო ხანებში ძალიან მოდურია აკრილირებული საავეჯე მასალა, თუმცა ბევრი უკმაყოფილოა არაპრაქტიკულობის გამო, მტვერს იკრავს, ნათითურები ადვილად ეტყობაო და მართლა ასეა?
-აკრილირებული მასალა ნამდვილად ტენდენციურია და კარგად მუშაობს,ანუ მოთხოვნადია, თუმცა ეს პრიალა მასალაც სხვადასხვა ხარისხისაა, ანუ მაღალფასიანით უნდა დამზადდეს.
- ეს რას ნიშნავს, ანუ მე ვთქვათ ვნახე მასალა , გავგიჟდი მომეწონა და შევუკვეთე და სულ არ ვიცი ამასაც თუ ხარისხის მიხედვით უნდა არჩევა და არც ის ვიცი, რომ შემდეგში პრობლემური გახდება, იმიტომ რომ მე ალტერნატივა არავინ მირჩია, ამიტომ, რა უნდა იცოდეს ამ მასალით ავეჯის შეკვეთისას კლიენტმა?
-დიახ ხარისხებია აქაც, არის ისეთი, რომელიც არ იმუხტება მზეზე, ესპანური ფილებია ეს , დანარჩენი ყველა მტვერს იკრავს, ამ ესპანურ „ემდეეფს“ ისეთი მასალა აქვს ზემოდან გადასხმული, ანუ ლაქი სპეციალური, რომელიც არ იმუხტება, ნათითურები ადვილად არ აჩნდება და მოსავლელად არის ადვილი, ფასით უნდა მიხვდეს კლიენტი, თუმცა ნდობის ფაქტორიც არის აქ, შეიძლება ესპანურის ფასში სხვა შესთავაზონ, ამიტომ ჯობია ხელოსანთან ან დიზაინერთან ერთად ბრენდირებულ მაღაზიაში მოიკითხოთ ეს მასალა. ჩვენ ყოველთვის ამ მასალას ვთავაზობთ და ბევრი კლიენტი მოგვყვება მაგაზე.
-კიდევ რას ურჩევთ მკითხველს, რა ნიუანსებია, რომელიც ავეჯის შეკვეთის დროს უნდა იცოდეს?
-როდესაც ძალიან დაბალ ფასში სთავაზობენ ავეჯის დამზადებას, ვურჩევ არ გაეხვნენ ასეთ შარში, არ შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის ავეჯი მინიმალისტურ თანხებში დამზადებული , ბევრი შემთხვევაა, ხელოსნები ვერ შოულობენ მერე ამ ფასში საშუალო დონის მასალასაც კი, მიდის მერე გაწევ-გამოწევა, დაბალმა ფასმა არ უნდა მოგჭრათ ყური.
-თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, რომ არარეალურ ფასადაც საშუალო დონის ავეჯი დაუმზადებიათ, მასალაშიც მოტყუებულა შემკვეთი და ხარისხშიც
- უნდა იცოდე პირველ რიგში ვისთან მიხვიდე როცა ავეჯის დამზადება გინდა, უნდა იცოდე სავარაუდო ფასები მასალის, ზომები მიახლოებით მაინც გქონდეს განსაზღვრული, ბევრი ნიუანსია მოკლედ, ასე ადექი და ვიღაცას მიადექი, ვფიქრობ არასწორია, ნანახი უნდა გქონდეს რა დიზაინით და რა ხარისხით აქვთ დამზადებული ავეჯი, არჩევანი დღეს საბედნიეროდ არის და იმის კულტურაც დაინერგა, დიზაინერმა დაუგეგმოს კლიენტს ინტერიერი.
-მექანიზმებზეც ვისაუბროთ, რა უნდა ვიცოდეთ ვთქვათ ისეთი მექანიზმით არ შემოგვასაღონ შეკვეთილი ავეჯი, რომ უმოკლეს დროში ხელში შეგვრჩეს უჯრა თუ კარი ?
-აქაც ფასებით განისაზღვრება, აქაც კლიენტს ვურჩევ დიზაინერთან ერთად თვითონ ნახოს და აარჩიოს ყველა საჭირო მექანიზმი, სახელურებიც კი, დაბალფასიანი მექანიზმით ჩვენ მაგალითად არ ვმუშაობთ, ნამდვილად არ გვინდა მეორე დღეს დაგვირეკოს შემკვეთმა და მისასვლელები შევიქნეთ ადგილზე, უბრალო მექანიზმის დაყენებას არ ვურჩევ მოკლედ ავეჯზე არავის, მალე გამოდის მწყობრიდან, არც დამამზადებელმა არ უნდა იმუშაოს ამ მექანიზმებით, რადგან შეიძლება ორ დღეში დაუძახოს კლიენტმა ხარვეზის გამოსასწორებლად.
-და ბოლოს ისევ ტენდენციებზე...
-როგორც გითხარით აკრილირებული მასალისგან დამზადებულ ავეჯზეა მოთხოვნა, ხისგან დამზადებულზე ასევე, ხე დაძველების ეფექტით დიდად მოთხოვნადია და რაც შეიძლება პრაქტიკული და მინიმალისტური ავეჯი და დიზაინი ბინაში, რაც შეიძლება სადა, ასეთია დღესდღეობით ძირითადი მოდური ტენდენცია.