რა არის სერვისები.ჯი?
მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს და შემსრულებელს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
სერვისები.ჯი არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს მისთვის სასურველი სერვისი 200ზე მეტ კატეგორიაში, როგორებიცაა მაგალითად: ბინის დასუფთავება, ავტომობილის შეკეთება და ა.შ. პროექტის მიზანია მაქსიმალურად გააციფრულოს დასაქმების ბაზარი. მოცემული პროექტის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ სივრცეში განათავსოს მისთვის სასურველი განცხადება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური დამკვეთებისთვის.
რატომ უნდა განვათავსო ჩემი მომსახურება სერვისებზე?
სერვისები.ჯი-ზე თქვენი განცხადების/მომსახურების ატვირთვით თქვენ შეძლებთ თქვენი მომსახურების შესახებ შეატყობინოთ ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველ დღე ეძებენ მსგავს ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით.
ჩვენს ვებ-გვერდზე განცხადების განთავსების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი სერვისის აღწერა.
სერვისები.ჯიზე შესაძლებელია განათავსოთ მომსახურება უფასოდ ან ფასიანი ვერსიის სახით. ეს უკანასკნელი საიტზე გამოჩნდება პრო სტატუსით. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.
რა არის ლიმიტირებული განცხადება?
სერვისები.ჯი გთავაზობთ უფასო განცხადების ატვირთვის შესაძლებლობას. განცხადების განთავსება არის სრულიად უფასო და თავსდება უვადოდ. აქტიური იქნება მანამ სანამ განმთავსებელი არ მოისურვებს წაშლას ან გაუქმებას.
უფასო განცხადება შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ხარისხი და პირობები შეუსაბამობაში იქნება საიტის მოთხოვნებთან.
ამ ტიპის განცხადებას აქვს ლიმიტირებულის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას რომ იგი გამოჩნდება კონკრეტული მომსახურების კატეგორიის გვერდზე პრო სტატუსის მქონე განცხადებების შემდეგ და შესაბამისად ეყოლება პრო განცხადებებზე ნაკლები აუდიტორია.
მომხმარებლის მიერ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით, განცხადებაზე იწერება შეფასებები. იზომება აქტიურობა და კომუნიკაციის ხარისხი. ასევე ალგორითმი ამუშავებს დამატებით განცხადებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმებს რაც განსაზღვრავს განცხადების სტატუსს.
რა არის პრო მომსახურება?
სერვისები.ჯი გთავაზობთ თქვენი განცხადების ტოპ პოზიციაზე განთავსებას პრო მომსახურების მეშვეობით. განცხადებას, ამ შემთხვევაში, აქვს პროს სტატუსი, რაც ნიშნავს იმას რომ იგი განთავსებულია კონკრეტული მომსახურების კატეგორიის გვერდის ზედა ნაწილში, ტოპ პოზიციაზე. პრო მომსახურების ჩართვის შედეგად თქვენ მიიღებთ:
- ყველა პლიუსი რაც უფასო განცხადებას აქვს
- ტოპ პოზიცია კატეგორიაში
- ულიმიტო ნახვები
- განცხადების ულიმიტო ვადა
- ულიმიტო ზარის შეკვეთები
- დამატებითი რეკლამირება პლატფორმის გარეთ
- ყოველდღიური სტატისტიკა პლატფორმაზე და sms-ის სახით
- მომხმარებლის შეფასებები
- პირადი კონტენტ მენეჯერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეასწორებს/დაამუშავებს თქვენს განცხადებას.
- პირადი SEO სპეციალისტი: ჩვენი SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) სპეციალისტი მუდმივად ადევნებს თვალყურს განცხადებას და პოპულარულ საძიებო სიტყვებს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანს შესაბამის შესწორებებს თქვენს განცხადებაში.
- პირადი გაყიდვების მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების გამართვაში, პრო მომსახურების შესყიდვაში და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს.
- ცვლილების შემთხვევაში პრო სტატუსის განცხადებები პირველ რიგში გადიან მოდერაციას რაც ამცირებს დაყოვნებას და არააქტიურ მგომარეობაში ყოფნის დროს.
სერვის პლიუსი აქტიურდება განმთავსებლებზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მაღალი შეფასებები, მათთან ფიქსირდება მაღალი ხარისხის მომსახურება და ასევე დადებითი შეფასებები შესრულებული სამუშაოების მიხედვით მომხმარებლების მხრიდან.